„მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2519
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022681
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2519

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2264 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში მიღებულ საგადასახადო შემოსავლებზე დამატებით, ეტაპობრივად არა უმეტეს 105 370 000 (ას ხუთი მილიონ სამას სამოცდაათი ათასი) ლარის მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადიდან, მათ შორის:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 100 000 000 (ასი მილიონი) ლარისა;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა;

დ) მესტიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარისა;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა;

ვ) დმანისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა;

ზ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარისა;

თ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარისა;

ი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარისა.“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი