„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №200 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №860
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №200 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №200 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემის და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №3/4 და 21 აპრილის №11/27 განკარგულებებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე 3 800 000 (სამი მილიონ რვაასი ათასი) ლარის უპროცენტო სესხის აღების თაობაზე.“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 3 800 000 (სამი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:
ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;
გ) 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ოდენობის სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 1 აგვისტოთი;
დ) 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 1 დეკემბრით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი