„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2553
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2553

2016 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის  ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის  საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარის  შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 408-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

გენადი არველაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე;

ნოდარ კერესელიძე − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი − საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

ლაშა ინაური − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი;

ელზა ჯგერენაია − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

თამარ ალადაშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ეკა ყუბუსიძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ზურაბ ჩეკურაშვილი − სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

ნიკოლოზ გოგილიძე − სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარე;

გიორგი ლაცაბიძე − სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

დიმიტრი გულისაშვილი − სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

პაატა გოგოლიძე − სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის გენერა-ლური დირექტორი;

სამსონ ურიდია − სსიპ − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

ქეთევან ზუკაკიშვილი − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის I კატეგორიის მრჩეველი;

გიორგი ჩიტაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის  სამმართველოს უფროსი;

მარიამ გაბუნია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომიტეტის მდივანი.

2.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №2148 განკარგულება.

3.  განკარგულება ძალაშია  2016 წლის 29 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი