ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2016 წლის 28 დეკემბერი ქ. ხობი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8193,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7600.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 210.0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 383.8 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6114,3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1917,6 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
პროგრამით ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა-შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაგრძელდება ასიგნებების გამოყოფა.
ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგდომარეობის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. სათანადო რესურსების შემთხვევაში ამ კუთხით ასიგნებები კვლავ გამოიყოფა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს გარე განათების მოვლა-შენახვის ღონისძიებების გახორციელებას;
მომავალ წლებში გათვალისწინებულ იქნება სოფლების წყალმომარაგების პრობლემების მნიშვნელოვანწილად გადაჭრა.
პერსპექტივაში კვლავ გრძელდება საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.
რეგიონის ჭარბნალექიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებს.
შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს ქალაქის სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვისა და დასუფთავების ღონისძიებების გახორციელებას, გააჩნია შესაბამისი ტექნიკა.
მუნიციპალიტეტისათვის ამ მეტად პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში საჭირო იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან სათანადო სახსრების გამოყოფა.
პროექტი ხორციელდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე, გამოკვეთილია გზები, სანიაღვრე არხები და წყალმომარაგების სისტემები.
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის" მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი არის სკოლამდელი განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 28 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1092-მდე ბავშვი. ხორციელდება ღონისძიებები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე.
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ხორციელდება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის მეშვეობით ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, წარმატებული სპოტსმენების წახალისებას, ნიჭიერ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება. იზრდება ჩატარებილი კულტურული ღონისძიებების რაოდენობა და ახალგაზრდობის ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ჩატარება, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" სუბსიდირება, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის პოპულარიზაციას და გუნდის მომზადებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქსა და სოფლებში არსებული მარტივი ტიპის მოედნების ექპლოატაცია და რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 13 ბიბლიოთეკას, 3 მუზეუმს, 7 სასოფლო კლუბსა და 3 კულტურის სახლს. ცენტრი ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის, წარმოებს გამოფენების ორგანიზება.
ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ადგილობრივი ფოლკლორის, ხალხური ტრადიციების გამოვლენისა და პოპულარიზაციის მიზნით კონკურსები, გათვალისწინებულია მოეწყოს მეგრული ფოლკლორისა და რეწვის საღამო. სსიპ ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს“ გამოეყო გრანტი 12,0 ათასი ლარი, რითაც იქმნება სალოტბარო სკოლა, ხელი შეეწყობა ქართული სიმღერებისა და საგალობლების შესწავლას და შენარჩუნებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უწევს შპს ,,ხობის მოამბეს", რითაც ხელი ეწყობა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრის ფინანსური მხარდაჭერა.
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელსეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადსხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება.)
იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა ( იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგებადადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიტოების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით.
იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დაგენა სეზონის განმავლობაში.
პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა.)
პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა.
დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება).
სანიტარული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-საარმზრდელო დაწესებულებებსი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
მუნიციპალიტეტი ახდენს იმ მცირერიცხოვანი სულადობის მქონე სოფლების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც დარჩნენ სახელმწიფო პროგრამის გარეშე. ამ მიზნით 2015 წელს გამოიყოფა ყოველწლიურად 36,2 ათასი ლარი.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ფაქტიური საოპერაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსება, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად დახმარება ეძლევა დიალეზით დაავადებულებს, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ასევე ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 85 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება უმწეოთა კვების ხარჯების დაფინანსება და გამოყოფილია 80,0 ათასი ლარი 120 ბენეფიციარის მომსახურებაზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 50.0 ათასი ლარი, ერთ ბავშვის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარი, ხოლო მესამე და ზევით 300 ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 9.0 ათასი ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 50-200 ლარის ფარგლებში, 2016 წელს გამოყოფილია 55.0 ათასი ლარი, განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება, უკიდურესად ავარიული სახლების შესაკეთებლად, გაიცემა ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი