ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2016 წლის 28 დეკემბერი ქ. მცხეთა |
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4 860.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2650.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 410,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3808.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 950.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1150.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის :
|
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 36.2 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 58.8 ათასი ლარი;
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
თავი II
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ( პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების მშენებლობა - რეაბილიტაცია.
2.1.1. გარე განათება(პროგრამული კოდი 03 02 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. 2017 წელს დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქი მცხეთის ქუჩების გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
2.1.2. შენობების სახურავების შეკეთება და საძირკველის გამაგრება (პროგრამული კოდი 03 02 04)
ქალაქ მცხეთაში არსებული ავარიული სახლების შეკეთება, ასევე გადასახური მასალით უზრუნველყოფა გაჭირვებული ოჯახებისთვის.
2.1.3. სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია ( პროგრამული კოდი 03 02 08)
ქალაქ მცხეთაში იგეგმება სხვადასხვა ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
2.2. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები,საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ქალაქ მცხეთის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის მომზადება;
2.2.1 სკვერების და მოედნების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 0402)
2017 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში სკვერების, სტადიონებისა და მოედნების მოწყობა, მათ შორის:
• ქალაქ მცხეთაში სამხედროს ქუჩა №12 - ში მინი სტადიონის რეაბილიტაცია,
• ქალაქ მცხეთაში სამხედროს ქუჩა №13-ში სკვერის რეაბილიტაცია,
• ქალაქ მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩა №97 -ში არსებული სკვერის ტრენაჟორებით აღჭურვა.
• ქალაქ მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩა №51-ში არსებული სკვერის რბილი საფარით აღჭურვა.
2.2.2 ა(ა)იპ თვითმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის“ კეთილმოწყობის სამსახური „ს/კ 436036246“ (პროგრამული კოდი 03 0408)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების, საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას
3.1 ა(ა)იპ თვითმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ს/კ 436036264“ (პროგრამული კოდი 04 01)
თვითმმართველ ქალაქ მცხეთაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 6 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 500-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
თვითმმართველი ქალაქ მცხეთის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1 ა(ა)იპ თვითმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის“ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება „ს/კ 436036362“ (პროგრამული კოდი 05 02 01)
თვითმმართველი ქალაქ მცხეთის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ა(ა)იპ “ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელშიც გაერთიანებულია :
Ø ქალაქ მცხეთის მთავარი კულტურის სახლი;
Ø ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა;
Ø ბიბლიოთეკები: ქ. მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ქალაქმცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა და ქალაქ მცხეთის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა. სპორტული სკოლები: ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა, ქალაქ მცხეთის საფეხბურთო სკოლა და მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლა, სადაც სწავლობს 220-მდე მოსწავლე. ქალაქ მცხეთის საფეხბურთო სკოლაში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს კალათბურთის, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, ველოსპორტის და ჭადრაკის წრეები. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს ნიჩბოსნობის შემდეგი სახეები: აკადემიური, საბაიდარე და კანოე.
4.2 ა(ა)იპ თვითმართველ ქალაქ"ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის "ტურიზმის განვითარების ცენტრი" „ს/კ 436036647“ (პროგრამული კოდი 05 04)
ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება ა(ა)იპ ,,მცხეთის ტურიზმის განვითარების ცენტრი“, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა შიდა ტურიზმი, შემოყვანის ტურიზმი, კურორტები და რეკრეაცია.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 ა(ა)იპ თვითმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ს/კ 436036184“ (პროგრამული კოდი06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
Ø ქალაქ მცხეთაში მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
Ø ქალაქ მცხეთაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის გაჭირვებული ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება, მოსახლეობისთვის შეშის შეძენა.
5.2.2 სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება;
5.2.3 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებზე რომლებიც განიცდიან უკიდურეს ფინანსურ და სოციალურ გაჭირვებას, დახმარება ერთჯერადია.
5.2.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 0204)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
Ø სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება,
Ø იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება,
Ø ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
5.2.5. მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0602 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისსასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (4 და მეტი, 18 წლამდე ასაკის).
5.2.6 ა(ა)იპთვითმართველ ქალაქ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო „ს/კ 436031802“ (პროგრამული კოდი06 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 27 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.
5.2.7 ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“ „ს/კ 436036610“ (პროგრამული კოდი 06 02 07)
ქალაქ მცხეთაში ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების მოზიდვის მიზნით შეიქმნა ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“, რომლის მიზანი და ამოცანებია კონტაქტების დამყარება, შესაბამისი კონტრაქტებისა და ევროსაბჭოს და ევროკავშირის სტრუქტურებთან, აშშ-ს სავაჭრო პალატასთან საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარულ (დონორ) და სხვა ორგანიზაციებთან. განსაზღვრულ ამოცანებზე და მიმართულებებზე მუშაობა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საერთაშორისო და ადგილობრივი მაშტაბების შეხვედრებს, რომელიც განავითარებს კონტაქტებს და გააფართოვებს პარტნიორთა (დონორთა) წრეს.
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|