სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2657
2016 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), სოფლის ექიმებისა (400 ლარის ოდენობით) და სოფლის ექთნებისათვის (300 ლარის ოდენობით) ერთჯერადი გასაცემლის სახით (მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოფლის ექიმის“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 35 03 03 08) განახორციელოს „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში 2016 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით დაკონტრაქტებული პირებისათვის 661 000 ლარის ფარგლებში თანხის გაცემა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ამავდროულად სარგებლობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ექიმებისა და ექთნებისათვის გათვალისწინებული დანამატებით).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი