სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2681
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2681

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), სოფლის ექიმებისა (400 ლარის ოდენობით) და სოფლის ექთნებისათვის (300 ლარის ოდენობით) ერთჯერადი გასაცემლის სახით (მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოფლის ექიმის“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 35 03 03 08) განახორციელოს „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით დაკონტრაქტებული პირებისათვის 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში თანხის გაცემა (გარდა იმ პირებისა: ა) რომლებიც ამავდროულად სარგებლობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ექიმებისა და ექთნებისათვის გათვალისწინებული დანამატებით, ბ) რომლებსაც კონტრაქტი აქვთ დადებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან).

 

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი