საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „Otto Bock HealthCare GmbH-ს“ შორის პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2662
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022822
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2662

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  კომპანია „Otto Bock  HealthCare GmbH-ს“შორის  პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „Otto Bock HealthCare GmbH-ს “შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების  გაგრძელების შესახებ.

2.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი