ა) სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობას და სამართლებრივად გაფორმებული მიღებული გადაწყვეტილებების ფინანსურ უზრუნველყოფას;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური პროცედურების განხორციელებას;

გ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;

დ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებას და დროულ აღრიცხვას;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვის პროცედურების კოორდინაციას, განხორციელებასა და კონტროლს;

ვ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში  დადგენილ ვადებში წარდგენას;

თ)  კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

თავი III

სამსახურის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე