ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) ხელს აწერს სამინისტროს ყველა ბუღალტრულ საბუთს, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტისა და ბიუჯეტის გარეშე სახსრების მოძრაობასთან;
ე) თვალყურს ადევნებს და პასუხისმგებელია სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივ მოვალეობების ჯეროვან და სრულყოფილ შესრულებაზე;
ვ) დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგენს წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;
ზ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოხელეების ანგარიშებს, მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
თ) დახმარებას უწევს სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურებს;
ი) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარადგენს სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე;
კ) უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგებას და მართავს ფინანსურ სახსრებს;
ლ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვას;
მ) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას და მართავს ფინანსურ სახსრებს;
ნ) ადგენს სამინისტროს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებას (ბალანსებს) და წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დადგენილ ვადებში;
ო) აწარმოებს სახაზინო და საბანკო ოპერაციებს კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და კონტროლს გაცემაზე;
ჟ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოორდინაციას და კონტროლს უწევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობას;
რ) კონტროლს უწევს სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;
ს) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილ