2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.
4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები:
ა) წარმართავენ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას;
ბ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტს და ახორციელებენ ცვლილებებს;
გ) აწარმოებენ სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას;
დ) ახდენენ ხელშეკრულებების დარეგისტრირებას, ვალდებულებებისა და საგადახდო დავალებების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფენ მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დროულ დარიცხვას;
ვ) ადგენენ სისწორეს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი წლიური და კვარტლური ანგარიშების, დამტკიცებულ ასიგნებებთან შესაბამისობისა და გაწეული ხარჯის ნაწილში;
ზ) ახორციელებენ სამინისტროსთვის დამტკიცებულ წლიურ ასიგნებათა ფარგლებში, დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯვითი ნაწილის აღრიცხვას;
თ) ახორციელებენ სამინისტროს თანამშრომელთა ყოველთვიური შრომის შესახებ ანგარიშის შევსებას სტატისტიკის სამსახურში წარსადგენად;
ი) ანგარიშვალდებულნი არიან საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე;
კ) ასრულებენ სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
მ) ამზადებენ პასუხს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე.
დასკვნითი დებულე