2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა  და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ამზადებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციას, ახდენს შესყიდვის პროცედურების კოორდინაციასა და კონტროლს;

ბ) შემოაქვს წინადადებები სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებაზე და აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრაზე;

გ) ახდენს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის, საკომუნიკაციო და ელექტრონულ  უზრუნველყოფას;

დ) ხელს უწყობს სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას;

ე) წარმოადგენს სამინისტროს მატერიალურ და არამატერიალურ ქონებაზე პასუხისმგებელ პირს და ევალება შესყიდვით ან/და უსასყიდლოდ მიღებული ქონების, მატერიალურად პასუხიმგებელ პირებზე მიმაგრებება და კონტროლი;

ვ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებ