საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯონოული 1“-ისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯონოული 1“-ისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №12

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

„ჯონოული 1“-ისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა
და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ჯონოული 1“-ს (ს/ნ: 442570629) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 4900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარად აღნაგობის უფლებით გადასცეს
ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 4900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ (ს/ნ: 405043297) და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/ნ: 205170036)

შორის 2015 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 1“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 128 200 (ას ოცდარვა ათას ორასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯონოული 1“-ს (ს/ნ: 442570629).

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ (ს/ნ: 405043297) და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/ნ: 205170036) შორის 2015 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 1“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი