საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2748
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022904
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:.25in 56.7pt .25in 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2748
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „იალონს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №205135780) საკუთრებაში გადასცეს შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204380035) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, შპს „იალონის“ საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის უფლებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „იალონი“ დაფარავს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 ნოემბრის №006458116 და 2016 წლის 16 ნოემბრის №006777916 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გაცვლის პირობებად განისაზღვროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის − 2 357 234 (ორი მილიონ სამას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204380035) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №9, ს/კ: №01.18.04.002.004) მოვლა-პატრონობის თაობაზე სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში;
გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში:
გ.ა) შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №9, ს/კ: №01.18.04.002.004) სამშენებლო/ სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაში არსებული ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მიზნით, ამავე ქონებაში ან/და მის ნაწილში არანაკლებ 30-ნომრიანი (ოცდაათნომრიანი) სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;
გ.გ) ამ პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის (დღგ-ის გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, პარალელურად, ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №9, ს/კ: №01.18.04.002.004) არსებული ბალნეოლოგიური კურორტის ამავე ქონებაში ან/და მის ნაწილში უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ე) ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით, შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნულ სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204380035) ხელშეკრულების გაფორმებისას დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების უზრუნველყოფა, მათივე თანხმობის შემთხვევაში;
ვ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №9, ს/კ: №01.18.04.002.004) არსებული ბალნეოლოგიური კურორტისა და მასთან დაკავშირებული სამედიცინო საქმიანობის/პროფილის (მათ შორის, ამ განკარგულების „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს) მუდმივი შენარჩუნება ამავე ქონებაში ან/და მის ნაწილში;
ზ) ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ ქონებასთან მიმართებით ნებისმიერი სახის მოთხოვნაზე (პრეტენზიაზე) უარის თქმა.
3. შპს „იალონი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ა − ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, პირობ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), უზრუნველყოს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 6.25%-ის ოდენობის ანუ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი