შპს „აიჯი დისტრიბიუშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3765-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „აიჯი დისტრიბიუშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

საქმე № 2/
3765-16

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი
– შპს ,,აიჯი დისტრიბიუშენი’’

(საიდენტიფიკაციო კოდი 205121223)

წარმომადგენელი
– ლაშა ნოდია

გაკოტრების მმართველი
– აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი
– მიხეილ ლომთაძე

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გამოარკვია:

2016 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,აიჯი დისტრიბიუშენის’’ წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და მოითხოვა შპს ,,აიჯი დისტრიბიუშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,აიჯი დისტრიბიუშენს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება, შემოწმებულ იქნა შპს ,,აიჯი დისტრიბიუშენის’’ მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი
– აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ
– აღსრულების ეროვნული ბიურო.)

2016 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ, რომელმაც წარმოადგინა მოვალე შპს ,,აიჯი დისტრიბიუშენის’’ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.

გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს „აიჯი დისტრიბიუშენს” უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 329 დებიტორის მიმართ 79208,21 ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დირექტორის მიერ 2016 წლის 7 აპრილს წარმოდგენილი წერილის თანახმად, ვინაიდან კომპანია წლების განმავლობაში არ საქმიანობს, ვერ მოხერხდა აღნიშნულ დებიტორთა საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებების მოძიება.

შპს „აიჯი დისტრიბიუშენის” საკუთრებაში გააჩნდა 4 ავტომანქანა, რომლებიც შსს-ს შეფასების სამსახურის მიერ შეფასებულ იქნა: JAC HFC5040K – 6500 ლარად; FORD TRANSIT – 5500 ლარად; HYUNDAI GETZ – 3300 ლარად და HYUNDAI GETZ – 4700 ლარად; ჯამში კომპანიის ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 20000 (ოცი ათასი) ლარი.

შპს „აიჯი დისტრიბიუშენის” ქონების რეალიზაციის მიზნით გაკოტრების მმართველის მიერ ჩანიშნული იქნა აუქციონები:

● 2016 წლის 20 ივლისს დასრულებულ აუქციონზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ,,HYUNDAI GETZ’’-ის (სახ. ნომერი: WB632BW) შემძენი გახდა მარინე ავაზაშვილი (პირადი №31001050019),რომელმაც
ავტომანქანა შეიძინა 5170 (ხუთი ათას ას სამოცდაათი)
ლარად.

● 2016 წლის 23 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის – სატვირთო ფურგონი ,,JAC HFC5040K’’ (სახ. ნომერი: MP643PM) ) შემძენი გახდა მერაბ ზერეკიძე (პირადი №57001024200), რომელმაც ავტომობილი შეიძინა
3315 (სამი ათას სამას თხუთმეტი)
ლარად
.

● 2016 წლის 23 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ,,FORD TRANSIT’’ (სახ. ნომერი: NYC012) შემძენი გახდა მერაბ ხმელიძე (60003001837), რომელმაც ქონება შეიძინა 3960 (სამი ათას ცხრაას სამოცი)
ლარად.

● 2016 წლის 20 ივლისს დასრულებულ აუქციონზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ,,HYUNDAI GETZ’’-ის (სახ. ნომერი: WB631BW) შემძენი გახდა გიორგი მასურაშვილი (პირადი


59001005408)
, რომელმაც ავტომობილი შეიძინა
2475 (ორი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი)
ლარად
.

ჯამში აუქციონზე აღნიშნულ ავტომობილთა რეალიზების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 14920 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, გაკოტრების მმართველმა მოითხოვა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, შპს „აიჯი დისტრიბიუშენის” (ს/კ 205121223) გაკოტრების საქმის დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

კრედიტორი შემოსავლების სამსახური დაეთანხმა გაკოტრების მმართველის მოთხოვნას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს,კრედიტორს და მიაჩნია
, რომ შპს „აიჯი დისტრიბიუშენის” გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური;

ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;

გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;

დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა;

ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

● ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისია ამ კანონის 46-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

● თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

● გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია კრედიტორთა მოთხოვნები დაფაროს ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად
, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად,აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების საფასური განისაზღვრება შემდგენაირად:

„ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;’’

შესაბამისად, სსიპ
– აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს და შპს „აიჯი დისტრიბიუშენიდან’’ ამონაგები თანხის ნაწილი - 5000 ლარი უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

შემდეგი რიგის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაყენებული, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული, მე-4 რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 202 135. 71 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „აიჯი დისტრიბიუშენიდან” ამონაგები თანხის დარჩენილი ოდენობა, 9920 (14920-5000= 9920) ლარი უნდა გადაირიცხოს შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მე-9, მე-40, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.    დასრულდეს
შპს „აიჯი დისტრიბიუშენის’’ გაკოტრების საქმის წარმოება
(მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი №6, საიდენტიფიკაციო
კოდი №205121223) .

2. შპს „აიჯი დისტრიბიუშენიდან’’ ამონაგები თანხის ნაწილი – 5000 ლარი ჩაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

3. შპს „აიჯი დისტრიბიუშენიდან” ამონაგები თანხა 9920 ლარი ჩაირიცხოს შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე.

4.    სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „აიჯი დისტრიბიუშენის’’ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი №6, საიდენტიფიკაციო
კოდი №205121223) რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

6.    განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში
, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე

თამარ ჭუნიაშვილი