12.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია ქ.თბილისი, თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილზე არ შეთანხმდებიან.
12.2. საარბიტრაჟო სხდომები, როგორც წესი, იმართება შპს ,,მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის” ადგილსამყოფელის მიხედვით, ამასთან მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა ზეპირი მოსმენა და სხვა შეხვედრები გამართოს სხვა ადგილას.
12.3. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.4. ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი მიზნებისათვის მიიჩნევა, რომ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება 11.1. პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო განხილვის ადგილზ