სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 16100000 | სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის |
| 16300000 | მოსავლის ასაღები მანქანები |
| 16500000 | ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის |
| 16600000 | სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები |
| 16700000 | ტრაქტორები |
| 30200000 | კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები |
| 31100000 | ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები |
| 32200000 | რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა |
| 32300000 | ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა |
| 34100000 | ავტოსატრანსპორტო საშუალებები |
| 34200000 | სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები |
| 35410000 | ჯავშნიანი სამხედრო მანქანები |
| 37300000 | მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები |
| 39100000 | ავეჯი[1] |
| 39700000 | საოჯახო ტექნიკა1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი
ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №33
2017 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით თანდართული კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 3🔗
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.
მუხლი 5🔗
საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
კოდი
დასახელება
16100000
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების
მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის
16300000
მოსავლის ასაღები მანქანები
16500000
ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის
16600000
სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები
16700000
ტრაქტორები
30200000
კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
31100000
ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
32200000
რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა
32300000
ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
34100000
ავტოსატრანსპორტო საშუალებები
34200000
სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
35410000
ჯავშნიანი სამხედრო მანქანები
37300000
მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები
39100000
ავეჯი[1]
39700000
საოჯახო ტექნიკა1
42400000
ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
42511000
სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები
42512000
ჰაერის კონდიცირების საშუალებები
42900000
სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების
მანქანა-დანადგარები
43100000
სამთო მანქანა-დანადგარები
43200000
მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი
(მათთან დაკავშირებული) ნაწილები
43300000
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
43500000
მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებები
48100000
პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
48200000
ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
48500000
საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები
48600000
მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
48800000
საინფორმაციო სისტემები და სერვერები
48900000
სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები.
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.