„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.019762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების   შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   2010   წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/01/2011; 340170000.10.003.016167) შეტანილ  იქნეს  ცვლილება  და  დადგენილებით  დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას, ფრინველის მექანიკურად განცალკევებული ხორცის იმპორტის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთებისა, ასევე უნდა ერთოდეს ექსპორტიორი ქვეყნის  აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სალმონელაზე (Salmonella) გამოკვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი თითოეულ პარტიაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი