„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №288
2004 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III ნაწილი, №17, 2004 წელი, მუხ. 167) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას – ადმინისტრაციის უფროსი.“;
ბ) დებულების მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საფინანსო-სამეურნეო სამსახური;“;
გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
დ) დებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
12. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.”;
ე) დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას;“;
ვ) დებულების მე-13 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) განსაზღვრავს მოადგილის ფუნქციურ მოვალეობებს;”;
ზ) დებულების მე-13 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის კანდიდატურას;”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2004 წლის 2 აგვისტოდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”?
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” მიღებულია 26.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №288. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.000.05.002.003.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, №288, 26.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.05.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35728/