„სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის N673 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №174
2017 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დარღვევის გამო, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს არჩილ ვაშაკიძე (დაბადებული 29.08.1977, პირადი №01008005193, პირადობის მოწმობის ნომერი 11IA87402, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.“.
2. „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
მ. კიკორია