1. კომიტეტის კომპეტენცია ვრცელდება მხოლოდ მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციით და/ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევაზე, რასაც ადგილი აქვს წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ.

2. თუ რომელიმე სახელმწიფო ხდება წინამდებარე ოქმის მხარე მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ამ სახელმწიფოს ვალდებულებები კომიტეტის წინაშე უნდა ეხებოდეს მხოლოდ კონვენციით და/ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევებს, რასაც ადგილი აქვს შესაბამისი სახელმწიფოსთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდე