1. ექვსთვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, რომელიც მოხსენიებულია მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში, კომიტეტს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს მხარე სახელმწიფო მისი ინფორმირებისთვის მიღებული და გათვალისწინებული ზომების შესახებ წინამდებარე ოქმის მე-13 მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ.
2. კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს მხარე სახელმწიფოს, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ყველა ზომის შესახებ, რომელიც მხარე სახელმწიფომ მიიღო მე-13 მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ, მათ შორის, თუ კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარე სახელმწიფოს შემდგომ ანგარიშებში კონვენციის 44-ე მუხლის თანახმად, „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-12 მუხლის ან „შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში.
ნაწილი IV
დასკვნითი დებულებე