1. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ შეტყობინება დაუშვებელია მხარე სახელმწიფოს მითითების გარეშე, კომიტეტმა, რაც შეიძლება სწრაფად, კონფიდენციალურად, უნდა აცნობოს მხარე სახელმწიფოს მის მიმართ წინამდებარე ოქმის შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი შეტყობინების თაობაზე.
2. მხარე სახელმწიფო კომიტეტს შეძლებისდაგვარად წარუდგენს წერილობით განმარტებებს ან განცხადებებს საკითხის გასარკვევად და დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ამგვარის არსებობის შემთხვევაში. მხარე სახელმწიფო პასუხს წარადგენს რაც შეიძლება სწრაფად და ექვსი თვის განმავლობაშ