1. კომიტეტი მიიღებს საპროცედურო წესებს, რომლითაც იხელმძღვანელებს მისთვის წინამდებარე ოქმით მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას. ამასთან, კომიტეტმა, კერძოდ, უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლი იმგვარი პროცედურების გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს.

2. კომიტეტი თავის საპროცედურო წესებში გაითვალისწინებს ბავშვის სახელით მოქმედი პირების მიერ ბავშვით მანიპულირების თავიდან აცილების გარანტიებს და შეუძლია, უარი თქვას ნებისმიერი შეტყობინების განხილვაზე, რომელიც, მისი აზრით, არ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა