კომიტეტი შეტყობინებას დაუშვებლად მიიჩნევს, როდესაც:

(ა) შეტყობინება ანონიმურია;

(ბ) შეტყობინება არ არის შესრულებული წერილობითი ფორმით;

(გ) შეტყობინება წარმოადგენს ასეთი შეტყობინებების წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას ან შეუთავსებელია კონვენციის დებულებებთან და/ან მის დამატებით ოქმებთან;

(დ) იგივე საკითხი უკვე იყო განხილული კომიტეტის მიერ ან იყო განხილული ან განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა პროცედურის ფარგლებში;

(ე) ყველა შესაძლო შიდა საშუალება არ ამოწურულა. ანალოგიური წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების განხორციელება დაუსაბუთებლად ხანგრძლივია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქმედით შედეგს გამოიღებს;

(ვ) შეტყობინება აშკარად უსაფუძვლოა ან არასაკმარისად დასაბუთებული;

(ზ) ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენს შეტყობინების საგანს, ადგილი ჰქონდა წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლამდე შესაბამისი მხარე სახელმწიფოსთვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს ფაქტები გრძელდებოდა ამ თარიღის შემდგომაც;

(თ) შეტყობინება არ არის წარდგენილი ერთი წლის განმავლობაში შიდა საშუალებების ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინების წარმდგენს შეუძლია დაამტკიცოს, რომ შეუძლებელი იყო შეტყობინების წარდგენა აღნიშნული ვადის ფარგლებშ