1. მხარე სახელმწიფო სათანადოდ განიხილავს კომიტეტის შეხედულებებს მის რეკომენდაციებთან ერთად, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, და წარუდგენს კომიტეტს წერილობით პასუხს, მათ შორის, ინფორმაციას ნებისმიერი ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა, ან რომელთა განხორციელება ნავარაუდევია კომიტეტის მოსაზრებების და რეკომენდაციების ფონზე. მხარე სახელმწიფო თავის პასუხს წარადგენს რაც შეიძლება სწრაფად და ექვსი თვის განმავლობაში.

2. კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს მხარე სახელმწიფოს, გარემოებებიდან გამომდინარე, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი ზომის შესახებ, რომელიც მხარე სახელმწიფომ მიღო მისი შეხედულებების ან რეკომენდაციების საპასუხოდ ან მეგობრული მორიგების შეთანხმების განხორციელების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, თუ კომიტეტი შესაბამისად ჩათვლის, მხარე სახელმწიფოს შემდგომ ანგარიშებში ჩართვით, კონვენციის 44-ე მუხლის თანახმად, „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-12 მუხლის ან „შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაშ