1. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების უხეშ ან სისტემატურ დარღვევებზე, რომლებიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას ან ბავშვების ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, კომიტეტი სთავაზობს მხარე სახელმწიფოს ასეთი ინფორმაცის შესწავლაში თანამშრომლობას და, ამ მიზნით, შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით შენიშვნების დაუყოვნებლივ წარდგენას.
2. ნებისმიერი შენიშვნის, რომელიც შეიძლება წარმოადგინოს მხარე სახელმწიფომ და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული ნებისმიერი სარწმუნო ინფორმაციის გათვალისწინებით, კომიტეტს შეუძლია დანიშნოს ერთი ან მეტი თავისი წევრი გამოძიების ჩასატარებლად და კომიტეტისთვის ანგარიშის წარსადგენად. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს გამართლებულია, და მხარე სახელმწიფოს თანხმობით, გამოძიება შეიძლება შეიცავდეს ვიზიტს მის ტერიტორიაზე.
3. ამგვარი გამოძიება ტარდება კონფიდენციალურად და მხარე სახელმწიფოს თანამშრომლობა მოპოვებული უნდა იქნეს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.
4. ასეთი გამოძიების დასკვნების შესწავლის შემდეგ, კომიტეტი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის დასკვნებს მხარე სახელმწიფოს ყველა შენიშვნასა და რეკომენდაციასთან ერთად.
5. მხარე სახელმწიფო, რაც შეიძლება სწრაფად, და ექვსი თვის განმავლობაში კომიტეტისგან დასკვნების, შენიშვნების და რეკომენდაციების მიღების შემდეგ, წარუდგინოს კომიტეტს თავის შენიშვნებს.
6. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩატარებულ გამოძიებასთან მიმართებაში, კომიტეტს შეუძლია, მხარე სახელმწიფოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება, წარმოების შედეგების შესახებ მოკლე ანგარიშის წინამდებარე ოქმის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ თავის მოხსენებაში ჩართვასთან დაკავშირებით.
7. თითოეულ მხარე სახელმწიფოს შეუძლია, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის ან რატიფიცირებისას ან მასთან შეერთებისას, განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს კომიტეტის წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციას პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ზოგიერთი ან ყველა დოკუმენტით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით.
8. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, რომელმაც გაკეთა განცხადება წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ეს განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის მეშვეობი