1. შესაბამისი მხარე სახელმწიფოს თანხმობით, კომიტეტს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოებს, ფონდებს და პროგრამებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგინოს საკუთარი შეხედულებები ან რეკომენდაციები, რომლებიც შეხება შეტყობინებებს და გამოძიებებს და მიუთითებს ტექნიკური საკონსულტაციო დახმარების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ამ მოსაზრებებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მონაწილე სახელმწიფოს შენიშვნებთან და წინადადებებთან ერთად, ასეთების არსებობის შემთხვევაში.

2. შესაბამისი მხარე სახელმწიფოს თანხმობით, კომიტეტს შეუძლია აგრეთვე ასეთი ორგანოების ყურადღება მიიპყროს წინამდებარე ოქმის შესაბამისად განხილული შეტყობინებებიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მათ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თითოეული მათგანის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საერთაშორისო ზომების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მხარე სახელმწიფოებს კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით აღიარებული უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევაშ