1. კომიტეტი შეძლებისდაგვარად სწრაფად განიხილავს წინამდებარე ოქმის შესაბამისად მიღებულ შეტყობინებებს მის მიმართ წარდგენილი მთელი დოკუმენტაციის ფონზე იმ პირობით, რომ ეს დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამის მხარეებს.
2. წინამდებარე ოქმის შესაბამისად მიღებული შეტყობინებების განსახილველად კომიტეტი ჩაატარებს დახურულ შეხვედრებს.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც კომიტეტი ითხოვს დროებითი ზომების გამოყენებას, იგი დააჩქარებს შეტყობინების განხილვას.
4. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინებების განხილვისას, კომიტეტმა უნდა განიხილოს მონაწილე სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების დასაბუთებულობა კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად. ამგვარად, კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს მთელი რიგი შესაძლებელი პოლიტიკური ზომები კონვენციით გათვალისწინებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განსახორციელებლად.
5. შეტყობინების განხილვის შემდეგ, კომიტეტი დაუყოვნებლივ წარუდგენს თავის შეხედულებებს შესაბამის მხარეებს მოცემული შეტყობინების მიხედვით თავის რეკომენდაციებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაშ