1. წინამდებარე ოქმის მხარე სახელმწიფო აღიარებს კომიტეტის წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ კომპეტენციას.

2. კომიტეტი არ გამოიყენებს თავის კომპეტენციას წინამდებარე ოქმის მხარე სახელმწიფოს მიმართ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება იმ დოკუმენტით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევას, რომლის მხარესაც ეს სახელმწიფო არ წარმოადგენს.

3. კომიტეტი არ მიიღებს შეტყობინებებს, თუ ისინი ეხება სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მხარე