საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016235
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/05

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის  ცვლილებები:

ა) წესდების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიფაკულტეტები

1. უნივერსიტეტში შექმნილია შემდეგი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები:

ა) დრამის ფაკულტეტი;

ბ) კინო-ტელე ფაკულტეტი;

გ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია ფაკულტეტის საბჭო, დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. დრამის ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია ქორეოგრაფიული ხელოვნების დეპარტამენტი.

4. ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სადისერტაციო საბჭო.“;

ბ) წესდების მე-12 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიური საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც იქმნება ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის რექტორი.

3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით:

ა) რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) დრამის ფაკულტეტიდან  – 3 წევრი;

გ) კინო-ტელე ფაკულტეტიდან – 3 წევრი;

დ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან  – 3 წევრი;

ე) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან  – 1 წევრი.

4. ფაკულტეტებიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი. ისინი აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელს ირჩევს ამავე ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. ხმების გაყოფის შემთხვევაში ტარდება მეორე ტური. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;

გ) წესდების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

დ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

ე) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

ვ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

ზ) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

თ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

ი) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

კ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ლ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

მ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

ნ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ო) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების წარდგინებით;

პ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ჟ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

რ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ს) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

ტ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

უ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ფ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ქ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

ღ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ყ) ამტკიცებს საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე კონკურსის (შიდა ტურები) წესს;

შ) იღებს გადაწყვეტილებას წიგნის გამოცემაზე;

ჩ) ახორციელებს მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“;

დ) წესდების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 23 წევრით:

ა) დრამის ფაკულტეტიდან  – 4 წევრი;

ბ) კინო-ტელე ფაკულტეტიდან – 4 წევრი;

გ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან  – 4 წევრი;

დ) სტუდენტები  – 9 წევრი, სამი წარმომადგენელი თითო ფაკულტეტიდან.

ე) ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – 1 წევრი;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი – 1 წევრი.“;

ე) წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს :

ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ;

ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;“;

ვ) წესდების მე-20 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.“;

ზ) წესდების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“;

თ) წესდების 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტი ქმნის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

3. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.“;

ი) წესდების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული (შემდეგში: „სამეცნიერო-კვლევითი ერთეული“).

2. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

3. სამეცნიერო-კვლევით ერთეულს ჰყავს მართვის ორგანოები: სამეცნიერო საბჭო და დირექტორი.

4. სამეცნიერო საბჭო შედგება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლებისაგან. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს კანონით, კანონქვემდებარე აქტებით და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

6. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დიექტორს ამტკიცებს აკადემიური საბჭო სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით. რექტორი უფლებამოსილია დანიშნოს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

7. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.

8. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი-თანამშრომლის თანამდებობა, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

9. ერთმა და იმავე პირმა სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

10. მეცნიერი არის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

11. სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;

გ) უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;

დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ფაკულტეტის დებულებით ან/და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;

ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ფაკულტეტის დებულებით ან/და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;

ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;

ზ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

12. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ფორმირება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს და სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.“;

კ) წესდების 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.“;

ლ) წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„301 მუხლი. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს ამ წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას ამ წესდებით დადგენილი წესით.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 4 წლის ვადით იკავებს.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 2 წლის ვადით იკავებს.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

7. სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ტარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. ატესტაციის უარყოფითი შედეგები იწვევს იმ სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის შრომითი ხელშეკრულების ვადა არ გასულა.

8. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია.“;

მ) წესდების 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. უნივერსტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პერსონალი.

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური, სამეცნიერო ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე