„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №05/06 |
|
2018 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. წესდების მე-3 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკადემიას აქვს მისია, რომელიც მტკიცდება აკადემიური საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.“.
2. წესდების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკადემიას აქვს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული, რომლის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული, ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“.
3. წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აკადემიას აქვს ბიბლიოთეკა და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც აუცილებელია აკადემიის ძირითადი ფუნქციების განხორციელებისათვის.“.
4. წესდების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. აკადემიური საბჭო
1. აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება თერთმეტი წევრისაგან, რექტორის და თითოეული ფაკულტეტის ორი წარმომადგენელისაგან. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრები ფაკულტეტებიდან აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ფაკულტეტიდან არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად თითო ფაკულტეტიდან შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ აკადემიის სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის – ბაკალავრიატის ხანგრძლივობის ვადით.
6. აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სხვა სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. საბჭოს წევრად პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“.
5. წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;
დ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
ე) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) შემუშავების და შეფასების ფორმებს;
ვ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – კანცლერის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
თ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ი) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
კ) მონაწილეობს აკადემიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და კანცლერის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ლ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში;
ო) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
პ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
ჟ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
რ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ს) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ტ) ირჩევს აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
უ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ფ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის წარმართვის მარეგულირებელ დოკუმენტს;
ქ) ამტკიცებს საგანმანათლებლო საფეხურების დებულებებს;
ღ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.
6. წესდებას დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს აკადემიის რექტორი. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს იმ პერიოდში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი.
3. აკადემიური საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.
4. რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ (ელექტრონულად) გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
5. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს.
6. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან, რომელიც აღინიშნება სხდომის ოქმში.
7. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
9. აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა/აკადემიური საბჭოს დახურული სხდომის ჩატარება. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან ამ წესდებით.
10. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიის ბეჭედი. აკადემიური საბჭოს ოქმის ასლსა და ოქმიდან ამონაწერზე დაისმება კანცელარიის ბეჭედი, რომლებსაც ხელმოწერით ამოწმებს კანცელარიის ხელმძღვანელი.“.
7. წესდების მე-9 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის აკადემიის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“.
8. წესდების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიის წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა აკადემიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.“.
9. წესდების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“.
10. წესდების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება აკადემიის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭო და სტუდენტური თვითმმართველობა.“.
11. წესდების მე-10 მუხლს დაემატოს მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
12. წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“.
13. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა/წარმომადგენლობითი საბჭოს დახურული სხდომის ჩატარება. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.“.
14. წესდების მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კანცლერი წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის წარდგინებით.“.
15. წესდების მე-12 მუხლს დაემატოს მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ (ელექტრონულად) გადასცემს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს.
9. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან, რომელიც აღინიშნება სხდომის ოქმში.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის სპიკერი და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიის ბეჭედი. წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმის ასლსა და ოქმიდან ამონაწერზე დაისმება კანცელარიის ბეჭედი, რომლებსაც ხელმოწერით ამოწმებს კანცელარიის ხელმძღვანელი.
11. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია წარმომადგებლობითი საბჭოს სხდომის ჩატარება სატელეფონო გამოკითხვის წესით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუქნტებით დადგენილი წესით. სატელეფონო გამოკითხვის ოქმს ადგენს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელსაც ხელს აწერს მდივანი და საბჭოს რომელიმე ერთი წევრი.“.
16. წესდების მე-13 მუხლს დაემატოს 51პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. კანცლერზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.“.
17. წესდების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით ადგენს აკადემიის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.“
18. წესდების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“.
19. წესდების მე-14 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით არსებობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მათ შორის, ფაკულტეტებზე, რომელებიც ექვემდებარებიან აკადემიის ხარისხის უზურნველყოფის სამსახურს და მოქმედებენ აკადემიის წესდების შესაბამისად.“.
20. წესდების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკადემიის პროფესორი. მისი უფლებამოსილების ვადა არის 4 წელი.“.
21. წესდების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.“
22. წესდების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, ლაბორატორია და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. ამასთან, ფაკულტეტის სტრუქტურის პროექტი ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარედგინება კანცლერს აკადემიის სტრუქტურაში ასახვისთვის, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს აკადემიის ბიუჯეტთან.“.
23. წესდების მე-15 მუხლს დაემატოს მე-7 და მე-8 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
8. ფაკულტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, აკადემიის მიერ განსაზღვრული წესით:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.“.
24. წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.“.
25. წესდების მე-17 მუხლს დაემატოს „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
კ) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
ლ) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
მ) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
ნ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს.“.
26. წესდების მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“.
27. წესდების მე-19 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
7. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს.
8. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა).
9. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აფასებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.“.
28. წესდების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. აკადემიაში არსებობს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოები.
2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. აკადემიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან.
4. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სადისერტაციო საბჭოში შეიძლება მოწვეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული პირი.
5. სადისერტაციო საბჭოები მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დოქტორანტურის დებულების შესაბამისად.
6. აკადემია უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“.
29. წესდების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული
1. აკადემიას აქვს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომლის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო.
2. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელის, მეცნიერ-თანამშრომელთა და სხვა პერსონალის ანაზღაურება შეიძლება ასახული იყოს თსსა საშტატო ნუსხაში, ფაკულტეტის ბიუჯეტში ან/და განისაზღვრებოდეს ამ კვლევითი ერთეულის მიერ მოპოვებული გრანტების შესაბამისად.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
4. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
5. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
6. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
7. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
8. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე ფაკულტეტის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
9. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
10. ერთმა და იმავე პირმა ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
11. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“.
30. წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება.“
31. წესდების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელოვნებო მიმართულებებისთვის შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით, ფაკულტეტის დეკანის მიერ, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.“.
32. წესდების 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული შემოქმედებითი, სამეცნიერო თუ პედაგოგიური წარმატებებისა და მიღწევებისათვის შესაძლოა დაიკავოს პროფესორის თანამდებობა უვადოდ. უვადოდ არჩეული პროფესორი ექვემდებარება ატესტაციის გავლას ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.“.
33. წესდების 24-ე მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ატესტაცია გულისხმობს ღია საჯარო ლექციას და მის ვიდეოჩანაწერს, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს საჯაროდ.“.
34. წესდებას დაემატოს 241 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241 . სამეცნიერო პერსონალი
1. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.
2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე აირჩევა ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
4. სამეცნიერო პერსონალის შერჩევა შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად, შესაბამისი ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად.”.
35. წესდების 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, კანცლერი, ვიცე-კანცლერი, ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი, აკადემიისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“.
36. წესდებას დაემატოს 251 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 251. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობიდან პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა წინამდებარე წესდების 24-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ამ აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ზ) აკადემიის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“.
37. წესდების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. სტუდენტთა მიღების წესი
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღება წარმოებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აკადემიის დებულებებითა და აკადემიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.“
38. წესდების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) აკადემიურ შვებულებაში გასვლა;
ბ) ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
გ) ფინანსური დავალიანება, თუ სემესტრის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე სტუდენტი არ დაფარავს სემესტრის საფასურს;
დ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის ჩართვის შეუძლებლობა;
ე) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა);
ვ) სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდეგ არსებული აკადემიური დავალიანება, რაც შეუძლებელს ხდის მისთვის ხარისხის მინიჭებას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზი.“
39. წესდების 30-ე მუხლს დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.“.
40. წესდების 31-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები“.
41. წესდების 31-ე მუხლს დაემატოს მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
5. სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.
6. სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს აკადემიის სამართლებრივ აქტებს და აწარმოოს აკადემიის ელექტრონულ სასწავლო სისტემაში თავისი გვერდის პერიოდული შემოწმება.“.
42. წესდებას დაემატოს 311 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 311. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს ამ წესდებით, აკადემიის ეთიკის კოდექსისა და აკადემიის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. აღნიშნული დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ ზღუდავს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა აკადემიის ეთიკის კოდექსისა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, აკადემიის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.
3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს შესაბამისი დისციპლინურ საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს დისციპლინარული საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.”.
43. წესდების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან . თითოეული სემესტრი შედგება 21 კვირისაგან, მათ შორის, 15 სალექციო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკის, დამატებითი გამოცდისთვის 1 კვირა. სემესტრი დასრულდება საგამოცდო სესიით.“.
44. წესდების 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აკადემიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და განსაზღვრავს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კურსის ანაზღაურების ოდენობას.“
45. წესდების 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. აკადემიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი
აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
46. წესდების 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. საბუღალტრო ანგარიშგება
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.
47. წესდების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკადემიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
|