„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №11

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ 2012 წლის მარტი-აპრილის პერიოდში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ელექტროენერგიის თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, 2016-2017 წლების პერიოდში საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის არსებობის შემთხვევაში (შიდა შემზღუდავი რესურსით/დისპეტჩერიზაციის შესაძლებლობით წარმოქმნილი შეზღუდვების გათვალისწინებით), გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობა ნაწილდება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე ამ წესების IV1 თავით განსაზღვრული პროცედურებისა და საექსპორტო მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შეთხვევაში ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის საანგარიშო თვეში (თვეებში) თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე სარეგისტრაციოდ წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო საათობრივი გრაფიკი.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტი:

„61. საქართველოში ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირების, ასევე ქვეყნის შიდა მიწოდება-მოხმარებაში ელეტროენერგიის უკმარისობის (დეფიციტის) დაფარვის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ სომხეთის  რესპუბლიკიდან 2017 წლის თებერვალი-აპრილის თვეებში მიღებული ელექტროენერგიის 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში დაბრუნების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული საექსპორტო მოცულობა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე ნაწილდება ამ წესების IV1 თავით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპორტო მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შეთხვევაში ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის საანგარიშო თვეში (თვეებში) სომხეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე სარეგისტრაციოდ წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო საათობრივი გრაფიკი.

62. 2017 წელს ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის ექსპორტის განხორციელების საანგარიშო თვის დაწყებამდე არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეატყობინოს წინასწარი საორიენტაციო ინფორმაცია ექსპორტის განხორციელების კონკრეტული საანგარიშო თვის (თვეების), საექსპორტო სიმძლავრისა და ექსპორტის ხელშეკრულების მოსალოდნელი კონტრაჰენტის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი საორიენტაციო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დაზუსტებულ მომართვამდე შეამცირებს საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის შეტყობინებაში ასახული ელექტროენერგიის მოცულობით და არ განახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის შეტყობინებაში ასახულ სიმძლავრეზე გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების შესაბამის პროცედურებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე