„საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.019823
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (22/03/2016, №4799-IIს) შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 360160000.10.003.018379) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  დებულება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებაზე.“;

ბ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება იმპორტის მიზნით, ჩაკეტილ სისტემაში გამოსაყენებლად, დაიშვება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის საფუძველზე.

6. იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება, რომლებიც განკუთვნილია გარემოში ინტროდუქციისთვის, დაიშვება მხოლოდ ტრანზიტის შემთხვევაში.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარემოში ინტროდუქციის მიზნით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას (ტრანზიტის შემთხვევაში), ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) რომ ტვირთი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და განკუთვნილია გარემოში ინტროდუქციისათვის;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობა და კონკრეტული მახასიათებლები;

გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისადმი უსაფრთხო მოპყრობის, მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების წესები;

დ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი და მისამართი, ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად;

ე) იმპორტიორისა და ექსპორტიორის სახელები/საფირმო სახელწოდებები და მისამართები. აღნიშნულ დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განცხადება იმის შესახებ, რომ ექსპორტიორმა შეასრულა ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის სპეციფიკური მოთხოვნები

 1. აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების შეუფუთავად ტრანსპორტირება. იმ შემთხვევაში, თუ გენმოდიფიცირებული მარცვლეულის ან მცენარეთა ან/და მათი სხვა ნაწილების ტრანზიტი ხორციელდება ისეთი ოდენობით, როდესაც მათი განთავსება ხდება დიდი ზომის კონტეინერში (მაგ., სარკინიგზო ვაგონი), დასაშვებია ამ მცენარეების ან/და მათი ნაწილების შეუფუთავად განთავსება კონტეინერში.  ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მყარად დახურული კონტეინერი, რომლის მახასიათებლები იძლევა საშუალებას, რომ გამოირიცხოს მცენარეთა ან/და მათი ნაწილების გარემოში მოხვედრა. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია სხვადასხვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარის ან/და მათი ნაწილების ერთსა და იმავე კონტეინერში განთავსება.

 2. ტრანსპორტირებისას, ტვირთის (ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარე ან/და მათი ნაწილები) ყოველ შეფუთულ ერთეულზე (ან კონტეინერზე) განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი ეტიკეტი, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების ტრანსპორტირებისა და შენახვისას,  ყურადღება უნდა მიექცეს შეფუთვის მთლიანობას, რომლის დაზიანების შემთხვევაში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ხელახლა უნდა შეიფუთოს.

 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების შეფუთვა ან კონტეინერში განთავსება უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების დაკარგვის პრევენციას;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეებისგან ან/და მათი ნაწილებისგან პათოგენური ბაქტერიების გარემოში გამოთავისუფლების პრევენციას;

გ) სხვადასხვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების ერთმანეთთან შერევის პრევენციას.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6.  ტრანსპორტირებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამოთავისუფლება (მოხვედრა)“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტირებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამოთავისუფლების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლოკალიზებისთვის, სათავსში დაბრუნებისა და/ან გაუვნებელყოფისთვის. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ტვირთის გამომგზავნს, მიმღებსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო).

2. ტრანსპორტირებისას, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამოთავისუფლების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ტერიტორიის იზოლირება;

ბ) ტერიტორიის დეკონტამინაცია (გაუვნებელყოფა/გარემოდან სრულად ამოღება) შესაბამისი საშუალებებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი