„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40/ნ
სარეგისტრაციო კოდი
480180000.22.022.017294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016722) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

8.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

8.2. სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 

ბ) სამუშაო  გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან/ში თანამშრომლობის/მუშაობის გამოცდილება;

ვ) ადგილობრივი/საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება;

ზ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Ms. Outlook) კარგად ცოდნა;

თ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

8.3. სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატები  სასურველია აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საერთაშორისო საგრანტო, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების, უმაღლესი განათლების შეფასების (M&E), დაგეგმარებისა და მართვის, განათლების მართვის (ელექტრონული) სისტემების და საინფორმაციო ბაზების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;

ბ) პარამეტრული საგანმანათლებლო საინფორმაციო და საგრანტო სისტემების ცოდნა.

8.4. სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ) ,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონი;

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანება;

ი) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.“.

2.  მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა