„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5-20
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5-20

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული  პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის 11  პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 18/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016015) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-8 მუხლის „ლ“  პუნქტი  ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-14 მუხლის „ვ“ და „ზ“  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაიცვას და წარმოადგინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საქართველოს საერთო სასამართლოებში;

ზ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ოფისების ქირავნობის ხელშეკრულებების, საკრებულოს წევრთა და თანამშრომელთა კორპორაციული დაზღვევის ხელშეკრულებების მომზადება, ვიზირება;“.

გ) მე-16  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“  პუნქტი:

„ზ1) საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება და საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;“

დ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ე)  21-ე მუხლის „დ“ და  „თ“  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკრებულოს   სხდომათა დარბაზში  და  საკონფერენციო  დარბაზებში არსებული   აპარატურული   სისტემების მოვლა, ტექნიკური   და   პროგრამული   ზედამხედველობა,  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“

„თ) საკრებულოს ციფრული კავშირგაბმულობის (სატელეფონო ქსელების) ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“.

ვ)  23-ე მუხლის „ბ“  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ)   23-ე მუხლის „დ“  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეცდანიშნულების მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდგო სისტემის  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“

 თ) 24-ე მუხლის „ლ“  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  2017 წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2017.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.03.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5-20. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.016379.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №5-20, 24.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016379 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3617636/