საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების - „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №697
2017 წლის6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების − „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულება „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ შემდეგი ფინანსური პირობებით:
| სესხის მოცულობა: | 125 მილიონი ევრო; |
| სესხის ხანგრძლივობა: | 15 წელი, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანი პერიოდი; |
| საპროცენტო განაკვეთი: | წლიურ 6-თვიან EURIBOR-ს+მარჟა; |
| ადმინისტრირების გადასახდელი: | სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახდელი, ერიცხება სესხის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება); |
| ვალდებულების გადასახდელი: | წლიური 0,25% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს). |
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი