საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2236
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №22 36

2017 წლის 2 6 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულების „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო ხელშეკრულება „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამაII“ შემდეგი ფინანსური პირობებით:

 

სესხის მოცულობა :

30 მილიონი ევრო;

სესხის ხანგრძლივობა:

15 წელი ;

შეღავათიანი პერიოდი:

5 წელი ;

სესხის საპროცენტო განაკვეთი :

6-თვიან EURIBOR- ს პლუს მარჟა 0.2%. აღნიშნული მარჟა შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების ხელმოწერის დროს კაპიტალის ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად;

ადმინისტრირების გადასახ დელი:

სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახდელი, ერიცხება სესხის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება);

ვალდებულების გადასახდელი:

0.25%.

 

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი