„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№141
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №141

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში (სსმ III, 14.01.2008, №4, მუხ. 60) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის № 168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ (დანართი № 1):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);

გ)  დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) შევსებული განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ დანართი №2-ის შესაბამისად;

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4).“;

ა.ბ)  მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრაქტიკანტად მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც წარიმართება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურისა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელშიც სურს პრაქტიკის გავლა კანდიდატს. გასაუბრებას შესაძლოა ესწრებოდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები.“;

ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრაქტიკის ვადას განსაზღვრავს მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე.

4. 6 თვემდე ვადით პრაქტიკანტის დანიშვნის, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მიმართავს მინისტრს პრაქტიკანტისათვის პრაქტიკის ვადის გაგრძელების თაობაზე.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს წერილობით მიმართოს მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. პრაქტიკანტის განათლების, თეორიული ცოდნისა და უკვე გავლილი პრაქტიკის შეფასების გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრის იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.“;

დ) მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პრაქტიკის გავლის პერიოდში აწარმოოს პრაქტიკანტის დღიური და მასში ასახოს განხორციელებული საქმიანობა მიღებული დავალებებისა და შესრულების ვადების მითითებით. პრაქტიკანტის დღიური რჩება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა დღიურის ასლი;“;

ე) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს  პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.“;

ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          

„2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის („განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ“) VIII პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

VIII. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

(პრაქტიკის გასავლელად პრიორიტეტების მითითებით (მაგ.: 1,2,3,4) აირჩიეთ მინიმუმ 2 სტრუქტურული ქვედანაყოფი და მიუთითეთ დაინტერესების მიზეზი)

სტრუქტურული ქვედანაყოფები

დაინტერესების მიზეზები

 

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

 

 

იურიდიული დეპარტამენტი

 

  

საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური

 

 

საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი

 

 

გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო

 

 

სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო

 

 

სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

 

 

დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის  სამმართველო

 

 

სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველო

 

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტი

 

 

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

 

 

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი

 

 

სტრუქტურული რეფორმების სამმართველო

 

 

ფისკალური რისკების მართვის სამმართველო

 

 

შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

  

საბიუჯეტო დეპარტამენტი

 

  

სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო

 

  

საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის დეპარტამენტი

 

 

დავების განხილვის სამსახური

 

  

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი № 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი