„ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/06 |
|
2017 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №3/175 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ობიექტის/ძეგლის სახეობა − აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესაბამისი სახეობა. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობებია: არქეოლოგიური, საინჟინრო, პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების, დოკუმენტური (ხელნაწერები, ინკუნაბულები, სიგელები, გუჯრები, პირველნაბეჭდი წიგნები, ძველნაბეჭდი წიგნები, ბიბლიოგრაფიული უნიკუმები, იშვიათი გამოცემები, მემორიალური ეგზემპლარები, დანომრილი გამოცემები, კოლექციური ეგზემპლარები, ძვირფასი პოლიგრაფიული გამოცემები, ორიგინალური გამოცემები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები, გლობუსები, გეგმები, ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები, პლაკატები, ესტამპები, საფოსტო მარკები, საფოსტო ბარათები, აუდიოვიზუალური ნაწარმოებები - კინო - ვიდეო - ფონო - ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, მულტიმედია), მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში, შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა“; ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ავტორის − დოკუმენტური ძეგლის/ობიექტის შემთხვევაში, შემდგენელის/მთარგმნელის/გადამწერის − სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ხოლო თუ ავტორი უცნობია, შესაბამისი მიმდინარეობა (სკოლა)“; გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შექმნის დრო და ადგილი – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შექმნის თარიღი ან პერიოდი, საუკუნე(ები) და შექმნის ადგილი, თუკი ასეთი ცნობილია, ხოლო დოკუმენტური ძეგლის შემთხვევაში, მისი შექმნის/გადაწერის/დაბეჭდვის დრო და ადგილი (სტამბა/გამომცემლობა)“; დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მასალა, ზომა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება მასალა და ზომა, ხოლო არსებობის შემთხვევაში, მასალის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგენლობის, სინჯისა და წონის შესახებ, ხოლო დოკუმენტური ძეგლის შემთხვევაში, ასევე გვერდების რაოდენობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/06. სარეგისტრაციო კოდი — 450190000.22.054.016236.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/06, 02.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 450190000.22.054.016236 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3649708/