შპს „გაზტრანს სერვისს” პრეს-რელიზი ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“
პრეს-რელიზი
შპს „გაზტრანს სერვისისათვის” ბუნებრივი გაზის შეწყვეტასტან დაკავშირებით
შპს „გაზტრანს სერვისს” სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ წინაშე 2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია შპს „გაზტრანს სერვისის” მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატური დარღვევით.
დღეის მდგომარეობით შპს „გაზტრანს სერვისის” დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს”, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა, შპს „გაზტრანს სერვისს” არ მიუღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, შპს „გაზტრანს სერვისს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 15 მაისიდან.
მივმართავთ შპს „გაზტრანს სერვისის” ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.