„საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №566
2004 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბერის №505 ბრძანებულების შესაბამისად:
1. წინამდებარე ბრძანებულების დანართში აღნიშნული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები არსებული საშტატო რიცხოვნობით, ინფრასტრუქტურით, ბალანსზე რიცხული საშტატო ქონებით, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა (ირ. ოქრუაშვილი) და თავდაცვის (გ.ბარამიძე) სამინისტროებმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (კ. ბენდუქიძე) ერთად უზრუნველყონ გადაცემული ქვედანაყოფების ინფრასტრუქტურის, ბალანსზე რიცხული საშტატო ქონების, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გ. ბეჟუაშვილმა.
4. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი
| N | სამხედრო ნაწილის დასახელება | პირადი შემადგენლობა შტატით | ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი | შენიშვნა |
| 1. | ს/ნ 2056 | 740 | ქ. ქუთაისი |
|
| 2. | ს/ნ 2062 | 817 | ქ. გორი |
|
| 3. | ს/ნ 2084 | 1361 | ს. მუხროვანი | მათ შორის: ს/ნ 2066 (თელავი) |