გრიპის პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების მიზნით მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1241
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
გრიპის პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების მიზნით მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33‑ე მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებისა და 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად გრიპის პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების, ასევე მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა სს „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს“ გადასცეს დანართით გათვალისწინებული „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 16 06) ფარგლებში შესყიდული სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობა თხოვების ფორმით, უვადოდ, აუქციონის გარეშე.
2. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
სამედიცინო აღჭურვილობის ნუსხა
| № | აღჭურვილობის დასახელება | რაოდენობა (ცალი)
|
| 1 | პაციენტის მონიტორი | 42 |
| 2 | კიუვეზი | 32 |
| 3 | ინფუზომატი ერთი ნემსით | 76 |
| 4 | ინფუზომატი ორი ნემსით | 41 |