,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარაებელი ღონისძიებების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2004 ბოლო ცვლილება 18.01.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№616
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 29/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი120.090.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №616

2004 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნითა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს (ISAB) რეკომენდაციის გათვალისწინებით, �საქართველოს თავდაცვის შესახებ� �საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების წინამდებარე ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ირ. ოქრუაშვილი).

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) და თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (ალ. ალექსიშვილი) ერთად უზრუნველყონ გადაცემული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული საშტატო ქონების, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია):

ა) უზრუნველყოს 2005 წლის �სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონში თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გადაცემული ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გათვალისწინება;

ბ) მოამზადოს და 2005 წლის პირველ თებერვლამდე წარმოადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) გადმოცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 წლის პირველ თებერვლამდე უზრუნველყოს გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკო მ პლექტება.

6. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში � ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა.

7. ბრძანებულება ძალაშია 2005 წლის პირველი იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები

N

სამხედრო ნაწილის დასახელება

პირადი შემადგენლობა შტატით

ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი

შენიშვნა

1

I ოპერატიული ბრიგადა (ს/ნ 2052)

1210

ქ. თბილისი

 

2

სპეც. დანიშნულების პოლკი (ს/ნ 2055)

710

ქ. თბილისი

 

3

დაცვისა და უზრუნველყოფის ბატალიონი (ს/ნ 2051)

368

ქ. თბილისი

 

4

საავიაციო ესკადრილია (/ნ 2057)

71

ქ. თბილისი

 

5

II სამმართველო (აფხაზეთი) (ს/ნ 2070)

676

ქ. ტყიბული

 

6

სამიდიცინო სანიტარ ი ული ნაწილი (ს/ნ 2081)

161

ქ. თბილისი

 

7

ცალკეული მოტომსროლელი პოლკი (ს/ნ 2082)

II მოტომსროლელი ბატალიონი (ს/ნ 2060)

487

ქ. ზუგდიდი

 

ქ. ბათუმი

I მოტომსროლელი ბატალიონის გარეშე (ს/ნ2072) (პ.შ. 185)

 

სულ:

3773