სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №965
2017 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 მაისის №ი-238 ბრძანებით განსაზღვრულ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის 9044,94 კვ.მ ფართობზე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ მინიჭებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადა გააგრძელოს 2017 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 11 მაისამდე.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 10 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი