1. საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი საბჭოს სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა სამსახურის აპარატს.
2. აპარატი, საბჭოს წევრის მიერ წარდგენილ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთვის უგზავნის სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მისთვის კორესპონდენციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ამზადებს ინფორმაციას და უგზავნის აპარატს.
3. აპარატი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველად საკითხის მომზადებას, საბჭოს მომდევნო/უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენასა და მის შეთანხმებას საბჭოს თავმჯომარესთან.
4. საბჭოს სხდომაზე განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, აპარატის მიერ, ელექტრონული ფორმით ან/და მატერიალური ფორმით წარედგინება საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა.
5. აპარატის მიერ საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა, ეგზავნებათ შეტყობინება საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის თაობაზე. შეტყობინება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს აპარატის ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებებით.