1. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ამზადებს სამსახურის აპარატი.
2. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
3. აპარატის თანამშრომელი ამავდროულად წარმოადგენს საბჭოს სხდომის მდივანს.
4. იმ წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს მიერ მიღებულ გადაყვეტილებას უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი, რაც შეიტანება სხდომის ოქმში.
5. სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება ერთობლივად.
6. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, გაეცნოს სხდომის ოქმს, დაეთანხმოს ან საჭიროების შემთხვევაში მიუთითოს ოქმში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობის თაობაზე.
7. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის სათაური;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
გ) სხდომის თავმჯდომარე, მდივანი, ასევე სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები;
დ) სხდომაზე მოწვეული პირები და დაინტერესებული მხარეები;
ე) განსახილველი საკითხები;
ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/მასალების ნუსხა, რომელიც წარდგენილ იქნა საქმის განხილვის პროცესში.
ზ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციები;
თ) მიღებული გადაწყვეტილებები.
8. აპარატის თანამშრომელი უზრუნველყოფს სხდომაზე დამსწრე პირების გამოცხადების დამოწმებას.
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ წინადადებების განხილვა