1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია რეკომენდაციით მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს საბჭოს სხდომა, როცა ამას წერილობითი ფორმით მოითხოვს საბჭოს 2 წევრი მაინც. ასეთ შემთხვევაში საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა.
4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭო შეიძლება შეიკრიბოს საბჭოს არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.
5. საბჭოს სხდომაზე წევრთა დასწრება სავალდებულოა. ამ ვალდებულების არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ დარღვევის შემთხვევაში საბჭო წევრი უფლებამოსილია, საბჭოს სხდომაზე დააყენოს საკითხი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.