„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №8 |
|
2017 წლის 27 ივნისი ქ. ბათუმი |
1. პირველი მუხლის 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს 72 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„72. უსკოში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ერთიანი ავტომატიზირებული ელექტრონული სისტემით.“.
2. მე-3 მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულების, აპარატის თანამშრომელთა წახალისების, ადამიანური რესურსების მართვის (საკადრო) და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;“.
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები:
ა) საოქმო სარეგისტრაციო სამსახური;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ზ) ინსტიტუციური განვითარების სამსახური.“.
4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომისიის სხდომის წინა დღის არაუგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საოქმო სარეგისტრაციო სამსახურს;
ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული, მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საოქმო სარეგისტრაციო სამსახურს.“.
5. მე-9 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უსკო განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სამსახურების დებულებებს.“.
6. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 10. საოქმო სარეგისტრაციო სამსახური
საოქმო სარეგისტრაციო სამსახური:“.
7. მე-10 მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „კ“, „ო“ და „პ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციის (მათ შორის, უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@sec.ge საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა) მიღებას, გაცემას, რეგისტრაციას, მათ შორის, ელექტრონულად (edocument.ge/USKO/app/) და ახდენს მის სისტემატიზაციასა და დროულად მიწოდებას შესაბამისი სამსახურებისათვის;
„გ) ადგენს უსკოს სხდომის ოქმებს;“;
„ზ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების მართვის სამსახურისაგან გადმოცემული ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას;“;
„კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს უსკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს, აგრეთვე უსკოს თავმჯდომარის და მდივნის განკარგულებების პროექტებს;“;
„ო) შესაბამის ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს უფლებამოსილ პირს;“;
„პ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებას, edocument.ge/USKO/app/ – საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის მართვას კონტროლსა და მონიტორინგს;“.
8. მე-10 მუხლს „პ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“, „პ2“, „პ3“ და „პ4“ პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ1) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის სხდომების მოწვევას და ჩატარებას;
პ2) საარქივო სამმართველოს სპეციალისტებთან და უსკოს სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურას და წარუდგენს დასამტკიცებლად უსკოს თავმჯდომარეს;
პ3) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისი კანდიდატის ინფორმირებას მისი ადგილმონაცვლეობის თაობაზე;
პ4) უზრუნველყოფს კომისიის წევრების და სამსახურის უფროსების ინფორმირებას უსკოს სხდომების შესახებ;“.
9. მე-11 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საოქმო სარეგისტრაციო, საარჩევნო პროცესების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ მასალებს;“.
10. მე-11 მუხლს „მ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ1) ამზადებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების რეგისტრაციისათვის განკარგულების პროექტებს;“.
11. მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 12. საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური
საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური:“.
12. მე-12 მუხლის „თ“ და „თ1“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად მონაწილეობს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დაფინანსების დაგეგმვაში;
თ1) ადგენს და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;“.
13. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 13. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:“.
14. მე-13 მუხლის „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხულ ფასეულობებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;“.
15. მე-14 მუხლს „ლ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ1) უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლების ინფორმირებას უსკოს სხდომების შესახებ;“.
16. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 15. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:“.
17. მე-15 მუხლის „ბ“, „გ“, „გ1“ და „ე“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ახორციელებს უსკოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ადამიანური რესურსების მართვის საკითხების (საკადრო) აღრიცხვას, პირადი საქმეების წარმოებასა და შენახვას;
გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
გ1) ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) ამზადებს უსკოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნის, განთავისუფლების, შვებულების, გადაყვანის, აპარატის თანამშრომელთა წახალისების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;“.
18. მე-16 მუხლის მე-6 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საოქმო სარეგისტრაციო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;
„11. უსკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საოქმო სარეგისტრაციო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უსკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“.
19. მე-18 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).
3. საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული განცხადების (საჩივრის) რეგისტრაციის შემდეგ კომისიის მდივნის რეზოლუციით გადაეცემა (როგორც მატერიალურად ან/და ელექტრონული წესით) შესაბამის სამსახურს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან/და გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 27.06.2017. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016045.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, №8, 27.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016045 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3714007/