სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Bolero & Company“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1227
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1227

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Bolero & Company“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18  მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ  არსებული 13682 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.01.57.341) და ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე 20536 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1 ფართით – 655.77 კვ. მ, №3 ფართით – 190 კვ. მ და ნაგებობები (ნანგრევი): №2, №5, №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.01.57.374) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 238 664 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „Bolero & Company“-ის (ს/კ: 404431726).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში – არანაკლებ 47 733 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაცამეტი) ლარისა;

ა.ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში – არანაკლებ 95 466 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ოთხას სამოცდაექვსი) ლარისა;

ა.გ)  ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში – არანაკლებ 143 199 (ას ორმოცდასამი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა;

ა.დ)  ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში – არანაკლებ 190 932 (ას ოთხმოცდაათი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარისა;

ა.ე) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში – არანაკლებ 238 664 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარისა;

ბ)  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შპს „გრუზვინპრომის“ (ს/კ: 231289290) საკუთრებაში არსებულ, №51.01.57.274 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული ღვინის ქარხნისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) №51.01.57.341 და №51.01.57.374 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი  ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას,ბეტონის ან ასფალტის საფარისა და არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას, გარე განათებას, არანაკლებ 10 ტონა ტვირთის ასაწონი სასწორ(ებ)ის განთავსებას) მოწყობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „Bolero & Company“ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                   გიორგი კვირიკაშვილი